რუსული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ კრივი-რიჰში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა - დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 ბავშვია

რუსული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ კრივი-რიჰში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა, დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

სერგეი ლისაკის ცნობით, ქალაქ კრივი-რიჰზე გუშინ საღამოს რუსული ძალების მიერ ბალისტიკური რაკეტით განხორციელებული დარტყმის შედეგად, დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 ბავშვია.

რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად კრივი-რიჰში 61 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 12 ბავშვი.

რუსული ძალების მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „რუსეთს ომი სურს და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე უარს პუტინი ამბობს“.

„რუსეთის ყოველი დაპირება რაკეტებით ან დრონებით მთავრდება. მათთვის დიპლომატია არაფერს ნიშნავს. ამერიკის, ევროპისა და სხვა პარტნიორების იმედი გვაქვს, რათა ამ ომის ერთადერთ მიზეზზე ზეწოლა მოახდინონ: რუსეთის სურვილზე მოკლას და გაანადგუროს“, - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა X-ზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს