Reuters - მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3 350-ს აჭარბებს

მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3 350-ს აჭარბებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი მიანმარის სამხედრო ხუნტაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიანმარის სამხედრო ხუნტას ცნობით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3 354-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა 4 850-ს აღწევს, ხოლო 220 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა განაცხადა, რომ მიანმარის სამხედრო ხუნტა მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ზღუდავს.

შეგახსენებთ, 28 მარტს, მიანმარში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, პირველი მიწისძვრის სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდა იყო, მეორე კი - 6.4. მმართველმა სამხედრო ხუტამ ქვეყანაში ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა. მიანმარში მომხდარი მიწისძვრის ბიძგებმა მეზობელ ტაილანდამდე და სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთამდე მიაღწია.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი