The Telegraph - „მსურველთა კოალიციის“ ზოგიერთ წევრს სურს, რომ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები ევროპის სახელით ემანუელ მაკრონმა აწარმოოს

„მსურველთა კოალიციის“ ზოგიერთ წევრს სურს, რომ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები ევროპის სახელით ემანუელ მაკრონმა აწარმოოს, - ამის შესახებ ინფორმაციას The Telegraph-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

The Telegraph-ის ცნობით, „მსურველთა კოალიციის“ წევრები რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან უკრაინაში მშვიდობის შესახებ ევროპის სახელით მოლაპარაკებების წარმართვის მთავარ კანდიდატებად საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს განიხილავენ.

თუმცა, გამოცემა წერს, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს არ გეგმავს.

გამოცემა The Telegraph-ს საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წყარომ განუცხადა, რომ ემანუელ მაკრონი მზად არის ეს როლი საკუთარ თავზე აიღოს, მაშინ, „როცა ამის დრო მოვა“ და აღნიშნა, რომ კრემლთან კონტაქტების აღდგენის დრო „ალბათ ჯერ არ მოსულა“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს