სასამართლოში ბადრი ჯაფარიძის პროცესი მიმდინარეობს, სადაც მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ლელო- ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელიც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზეა" ბრალდებული.

დღევანდელ სხდომაზე ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

სახელმწიფო ბრალდება ჯაფარიძის მიმართ 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვს, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.

ჯაფარიძეს ბრალდება ოფიციალურად გუშინ წაუყენეს.

ინფორმაციისთვის, საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას. აღნიშნულ კომისიაზე ჯაფარიძე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად დაიბარეს.

აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება უკვე წარდგენილი აქვს „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს. მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე იმსჯელა და 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ცნობისთვის, ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წაუყენეს, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი