ბადრი ჯაფარიძე - ჩემი მხრიდან კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია - ე.წ. საგამოძიებო კომისია კონსტიტუციის დარღვევითაა შექმნილი, რომლის ერთადერთი ამოცანა ოპონენტების დევნა, შევიწროება და „გაშავებაა“

ეს არის რეპრესიების ახალი ტალღა „ქართული ოცნების“ მხრიდან, - ამის შესახებ „ლელო- ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ სასამართლოში განაცხადა, სადაც მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ.

ჯაფარიძის თქმით, რეპრესიებმა არავინ უნდა შეაშინოს.

„რა თქმა უნდა, არანაირი კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ეს არის კონსტიტუციის დარღვევით შექმნილი ე.წ. საგამოძიებო კომისია, რომლის ერთადერთი ამოცანაც ოპონენტების დევნა, შევიწროება, „გაშავებაა“, ამიტომ ეს სასამართლო პროცესი ელვისებურად ჩაინიშნა. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი გამოწვევისთვის, მაგრამ ეს არის რეპრესიების ახალი ტალღა, რომელმაც არ უნდა შეგვაშინოს“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება