კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები რეგიონულ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას მართავენ

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პარტიის ლიდერები, რეგიონულ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას მართავენ.

სამუშაო შეხვედრაზე საქართველოს ყველა რეგიონიდან 100-მდე წარმომადგენელია, რომლებიც რეგიონში არსებულ პრობლემებზე, სამომავლო გეგმებსა და ახალი საპარლამენტო არჩევნების საკითხებზე იმსჯელებენ.

როგორც პარტიის ლიდერები აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტია კოალიციის ლიდერების წინააღმდეგ სამართლებრივ დევნას ახორციელებს და შეხვედრის პარალელურად საქალაქო სასამართლოში ბადრი ჯაფარიძის პროცესი მიმდინარეობს, პარტია მუშაობას კვლავ აქტიურად აგრძელებს.

პარტიის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის შეფასებით, სამუშაო შეხვედრაზე მთავარი განსახილველო საკითხი "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან გაშვება იქნება.

„ჩვენ რეგიონის ლიდერებს ვხვდებით. პარტია იზრდება, ყალიბდება და ეს ყველაფერი ჩვენი პარტიისა და კოალიციის გაძლიერებას ემსახურება. ვემზადებით ახალი არჩევნებისთვის, რომელიც აუცილებლად იქნება დანიშნული. ყოველდღიურად მზაობაში ვართ, რომ პროტესტი გაძლიერდეს, რომ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, რომ მოღალატეობრივი "ქართული ოცნება" გავუშვათ ხელისუფლებიდან.

ვაგრძელებთ შეხვედრებს როგორც რეგიონებში, ისე პარტიის ცენტრალურ ოფისში და ეს პროცესი გაგრძელდება",- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ასევე, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში პარტიის წევრების რაოდენობა რამდენჯერმე გაიზარდა, რაც პარტიის გაძლიერებაზე მიუთითებს.

„დღეს სამუშაო შეხვედრაზე წარმოდგენილები ვართ რეგიონის ლიდერები, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტიული ზრდა, ყველა კარგად იაზრებს, რომ ახალ საპარლამენტო არჩევნებს უნდა მივაღწიოთ, ასევე უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და სამუდამოდ უნდა გავუშვათ "ქართული ოცნება" პოლიტიკურ სანაგვეზე",- განაცხადა ზუგდიდის ოფისის წარმომადგენელმა, სოფო შამუგიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი