ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი - სავაჭრო და სატარიფო ომი, რომელიც აშშ-მა მსოფლიოს წინააღმდეგ წამოიწყო, არაპროვოცირებული და გაუმართლებელია - საფონდო ბირჟამ თავისი სიტყვა თქვა

საფონდო ბირჟამ თავისი სიტყვა თქვა, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, გუო ძიაკუნმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„სავაჭრო და სატარიფო ომი, რომელიც აშშ-მა მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ წამოიწყო, არაპროვოცირებული და გაუმართლებელია. დროა, აშშ-მა არასწორი ქმედებები შეწყვიტოს და სავაჭრო პარტნიორებთან უთანხმოება კონსულტაციების გზით მოაგვაროს“, - წერს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.

ცნობისთვის, 2 აპრილს დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ ყველა სახის ჩინურ საქონელზე დამატებითი 34%-იანი ტარიფები გამოაცხადა, რასაც 4 აპრილს ჩინეთმა 34%-იანი ტარიფებით უპასუხა, რომელიც ძალაში 10 აპრილიდან შევა.

ჩინეთის მიერ საპასუხო ტარიფების გამოცხადებას აშშ-ის პრეზიდენტი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ჩინეთმა არასწორად იმოქმედა და პანიკაში ჩავარდა“.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული ტარიფებისა და ჩინეთის საპასუხო ნაბიჯის შემდეგ გლობალურ საფონდო ბირჟებზე აქციების ფასები დაეცა და კომპანიებმა „კოვიდ-19“-ის პანდემიის შემდეგ ყველაზე დიდი ზარალი განიცადეს. პარასკევს S&P 500-ის ინდექსი 9%-ით დაეცა. J.P.Morgan-ის პროგნოზით, 2025 წელს აშშ-სა და გლობალური რეცესიის შანსები 60%-მდე გაიზარდა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი