პროკურორი - სასამართლომ გაიზიარა, რომ ბადრი ჯაფარიძის მხრიდან არსებობდა მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, ამიტომ შეუფარდა გირაო 50 000 ლარის ოდენობით

სასამართლომ გაიზიარა, რომ ბრალდებულის [ბადრი ჯაფარიძის] მხრიდან არსებობდა მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, - ამის შესახებ "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზე" ბრალდებულ ბადრი ჯაფარიძის საქმის პროკურორმა მარი მეშველიანმა განაცხადა.

„სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულს გირაო 50 000 ლარის ოდენობით შეუფარდა, სასამართლომ გაიზიარა, რომ ბრალდებულის მხრიდან არსებობდა მიმალვის და ახალი დანაშაულია ჩადენის საფრთხე, ასევე არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივი საფუძველი, რაც საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას გულისხმობს.

საქმეში დევს მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ასევე კომისიის შესაბამისი ვიდეოჩანაწერები, ასევე ბრალდებულის მოწვევასთან დაკავშირებული დოკუმენტები და ყველა ის მასალა, რითაც დასტურდება, რომ ბრალდებულმა დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადებაზე უარი განაცხადა.

კითხვაზე, თუკი ბადრი ჯაფარიძეს კვლავ დაიბარებენ საგამოძიებო კომისიაზე, გამოუცხადებლობის ფაქტზე, წაუყენებენ თუ არა მას ხელმეორედ ბრალს და ჩაითვლება თუ არა ეს გირაოს პირობების დარღვევად, პროკურორი პასუხობს, რომ „დანაშაულის ჩადენას ადგილი თუ ექნება, ამას შესაბამისი რეაგირება მიეცემა“.

„აღნიშნულთან დაკავშირებით, თუ დადგინდება ბრალდებულის მხრიდან სხვა დანაშაულის ჩადენის ფაქტიც, შესაბამისი გამოძიება ჩატარდება და მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში აღნიშნულს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა“, - განაცხადა მეშველიანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება