ვოლოდიმირ ზელენსკი - კრივი-რიჰში რუსების მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმაზე უკრაინაში აშშ-ის საელჩოს რეაქცია გულდასაწყვეტია - სიტყვა „რუსულის“ ხსენებისაც კი ეშინიათ, როცა საუბრობენ რაკეტაზე, რომელმაც ბავშვები დახოცა

კრივი-რიჰში რუსების მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმაზე უკრაინაში აშშ-ის საელჩოს რეაქცია გულდასაწყვეტია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ კრივი-რიჰზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ დაფიქსირებული „პრინციპული პოზიციისთვის“ ჩეხეთის, ფინეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს კაია კალასსა და კიევში იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიისა და გერმანიის საელჩოებს მადლობა გადაუხადა.

„სამწუხაროდ, აშშ-ის საელჩოს რეაქცია გასაოცრად გულდასაწყვეტია. ასეთი ძლიერი ქვეყანა, ასეთი ძლიერი ხალხი და ასეთი სუსტი საპასუხო რეაქცია. მათ სიტყვა „რუსულის“ ხსენებისაც კი ეშინიათ, როდესაც საუბრობენ რაკეტაზე, რომელმაც ბავშვები დახოცა“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.

ომის დასრულებისა და ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორებს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, პარასკევს საღამოს რუსულმა ძალებმა ქალაქ კრივი-რიჰზე ბალისტიკური რაკეტით დარტყმა განახორციელეს. თავდასხმის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 9 ბავშვი და 61 დაშავდა. ქალაქში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

რუსული ძალების მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას სოციალურ ქსელში უკრაინაში აშშ-ის ელჩი, ბრიჯიტ ბრინკი გამოეხმაურა.

„შემაძრწუნებელია ის, რომ დღეს ღამით კრივი-რიჰში ბალისტიკური რაკეტა ბავშვების სათამაშო მოედანთან და რესტორანთან ახლოს ჩამოვარდა. 50-ზე მეტი დაშავდა და 16 დაიღუპა, მათ შორის 6 ბავშვი. სწორედ ამიტომ უნდა დასრულდეს ეს ომი“, - დაწერა უკრაინაში აშშ-ის ელჩმა სოციალურ ქსელში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია