კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ ცესკოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ ცესკოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

როგორც იურისტმა თორნიკე ართქმელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ცესკოს დადგენილება, “კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ სრულად უკანონოა და ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსს.

„2 დღის წინ, ცესკომ კანონსაწინააღმდეგო დადგენილება მიიღო, რითაც დამკვირვებლებს უკრძალავენ, რომ ვერიფიკაციის აპარატებს დააკვირდნენ და გადაუღონ ფოტო-ვიდეო, ასევე მათ აღარ ექნებათ შესაძლებლობა, რომ არჩევნებზე მისულ პირებს პირადობის მოწმობები შეუმოწმონ. ეს არის დასტური იმისა, თუ რასაც ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით სიმართლეა - როგორ გაყალბდა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები. „ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენა უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების პირადი ნომრები. ცესკოს ეს დადგენილება სრულად უკანონოა და ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსს, რის გამოც, დღეს, ჩვენ სასამართლოს მივმართეთ“, - განაცხადა თორნიკე ართქმელაძემ.

შეგახსენებთ, ცესკოს დადგენილებით, არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის რიგი შეზღუდვები დაწესდა, მათ შორის, სიახლეა ის, რომ დამკვირვებლები კენჭისყრის შენობაში ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამორთმევას ვერ შეძლებენ.

გარდა ამისა, იკრძალება ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატზე გამოტანილი ამომრჩევლის მონაცემების, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრისა და ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანის ფოტოვიდეოგადაღება ან სხვაგვარი დამუშავება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი