“თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს” - ამ ლოზუნგით ბათუმში, საპროტესტო აქციის მონაწილეები ქუჩებში მსვლელობას აწყობენ

“თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს” - ამ ლოზუნგით ბათუმში, საპროტესტო აქციის მონაწილეები ქუჩებში მსვლელობას აწყობენ.

ისმის შეძახილები “არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა”.

აქციის მონაწილეები თავდაპირველად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც 129-ე დღეა პროტესტის რეჟიმში იმყოფებიან.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, ხელისუფლების ცვლილება და სხვადასხვა აქციის დროს დაკავებული პირების გათავისუფლება.

ასევე აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხდებენ გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს,

მედროშე თემურ ქათამაძეს და ზვიად ცეცხლაძეს.

აქციის მონაწილეები აჭარის ტელევიზიასთან მივიდნენ, შეძახილებით “არა პროპაგანდას”, ასევე სოლიდარობის ნიშნად გამოცემა “ბათუმელების” ოფისთანაც გეგმავენ მისვლას.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება