კონგრესმენი ალ გრინი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ინიცირებას გეგმავს

„დემოკრატი“ კონგრესმენი ალ გრინი აცხადებს, რომ უახლოეს 30 დღეში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას გეგმავს.

გამოცემა Hill-ის ინფორმაციით, ალ გრინმა დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის - „ხელები შორს“ - მონაწილეებს მიმართა და განაცხადა, რომ ის არ იმსახურებს აღმასრულებელ თანამდებობაზე ყოფნას.

„ის გოლიათია. ის აკონტროლებს სამხედრო გენერლებს. ის აკონტროლებს იუსტიციის დეპარტამენტს. ის აკონტროლებს „რესპუბლიკურ პარტიას“, მაგრამ, ჩემო მეგობრებო, ყოველი გოლიათისთვის არსებობს დავითი. მინდა იცოდეთ, ბატონო პრეზიდენტო, ეს დავითი აპირებს თქვენს წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლების წარდგენას უახლოესი 30 დღის განმავლობაში“, - განაცხადა კონგრესმენმა.

შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის ქალაქებში მილიონობით ადამიანმა დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის პოლიტიკა გააპროტესტა.

მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციები 1 400-მდე ლოკაციაზე აშშ-ის 50-ვე შტატსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი