თბილისის საქალაქო სასამართლო ცესკო-ს წინააღმდეგ „ძლიერი საქართველოსა“ და ISFED-ის სარჩელს განიხილავს

თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ და ISFED-ის სარჩელის საფუძველზე, რომელიც ცესკო-ს წინააღმდეგ შეიტანეს, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

კერძოდ, საქმე ეხება ცესკო-ს დადგენილებას, რომლის თანახმად, არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის რიგი შეზღუდვები დაწესდა, მათ შორის, სიახლეა ის, რომ დამკვირვებლები კენჭისყრის შენობაში ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამორთმევას ვერ შეძლებენ.

გარდა ამისა, იკრძალება ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატზე გამოტანილი ამომრჩევლის მონაცემების, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრისა და ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანის ფოტოვიდეოგადაღება ან სხვაგვარი დამუშავება.

როგორც სასამართლო პროცესის დაწყებამდე, “ძლიერი საქართველოს” ადვოკატმა, თორნიკე ართქმელაძემ განმარტა, აღნიშნული ჩანაწერი სრულად ეწინააღმდეგება “საარჩევნო კოდექსს”.

რაც შეეხება მოლოდინებს, ართქმელაძის თქმით, მათ არ აქვთ მოლოდინი, რომ სასამართლო კანონიერ და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„აღნიშნული ჩანაწერი სრულად ეწინააღმდეგება “საარჩევნო კოდექსს” და ამიტომ ვასაჩივრებთ ამას სასამართლოში.

მოლოდინები არც წინა სასამართლოდან გვქონდა, რომ სასამართლო კანონიერ და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებდა. რა თქმა უნდა, არც დღეს არ გვაქვს ასეთი მოლოდინი, თუმცა ჩვენი პოზიცია, როგორც ყოველთვის, არის მყარი, რომ ყველა სამართლებრივი შესაძლებლობა გამოვიყენოთ, რომ ფარდა ავხადოთ იმ მექანიზმებს, რასაც ცესკო “ქართული ოცნების” დაკვეთით იყენებს”, - განაცხადა ართქმელაძემ.

ცესკო-ს წარმომადგენლის კახა ნარეკლიშვილის მტკიცებით, ცესკო-ს ამ ნორმატიული აქტის მიღებით არ დაურღვევია არც სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებლების და არც საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლების უფლებები.

“დადგენილების მიღების დროს ცესკო-მ დააზუსტა საქართველოს ორგანული კანონით, “საქართველოს საარჩევნო კოდექსით” გაწერილი პროცედურები და მათი შინაარსი ასახა გასაჩივრებულ დადგენილებაში”, - განაცხადა კახა ნარეკლიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი