გაერო კრივი-რიჰზე თავდასხმაზე - ცხრა ბავშვი დაიღუპა, უმეტესობა პარკში თამაშის დროს - წარმოუდგენელი საშინელება და ბავშვების ყველაზე დიდი ხოცვა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ვოლკერ თურქი უკრაინის ქალაქ კრივი-რიჰზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ამ თავდასხმას ყველაზე მეტი ბავშვი ემსხვერპლა.

ვოლკერ თურქის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის ჯგუფმა თავდასხმის ადგილი მოინახულა, ზიანი დააფიქსირა და მოკლული ბავშვების სახელები და ვინაობა დაადგინა.

„ეს არის ყველაზე სასიკვდილო დარტყმა ბავშვების წინააღმდეგ რაც კი ოფისს 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ გადაუმოწმებია. ეს წარმოუდგენელი საშინელებაა - ცხრა ბავშვი დაიღუპა, უმეტესობა პარკში თამაშის დროს. ერთმა აფეთქებამ დაასრულა 18 ადამიანის სიცოცხლე კრივი-რიჰში თბილ პარასკევს საღამოს, როდესაც ოჯახები შეკრებილები იყვნენ სათამაშო მოედანთან, რესტორანთან და საცხოვრებელ კორპუსებთან. რუსეთის ფედერაციის მიერ მჭიდროდ დასახლებულ რაიონში ფართო მოქმედების მქონე ასაფეთქებელი იარაღის გამოყენება გამოხატავს მათი მხრიდან მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის უგუნურ უგულებელყოფას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი აცხადებს, რომ განურჩეველი თავდასხმები აკრძალულია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით და თუ ის წარმოადგენს თავდასხმებს, რომელიც მიმართულია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, შესაძლოა, ომის დანაშაული იყოს.

ვოლკერ თურქი კრივი-რიჰზე განხორციელებული თავდასხმის სწრაფ, საფუძვლიან და დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი