2025 წლის პირველ კვარტალში ფოთის პორტში ტვირთის დამუშავების მაჩვენებელი, 2024 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, გაზრდილია

2025 წლის პირველ კვარტალში, ფოთის პორტში ტვირთის დამუშავების მაჩვენებელი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა. ინფორმაციას ფოთის პორტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მონაცემებით, 2025 წლის 1-ელ კვარტალში, 146 468 TEU კონტეინერი დამუშავდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 126 512.

„ამავდროულად გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღებაც. „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ წლის დასაწყისიდან დღემდე, 81 საკონტეინერო გემი მიიღო, ხოლო 2024 წლის იგივე პერიოდში - 74.

გაზრდილია ნაყარი ტვირთის მიღებაც - თუ კომპანიის მიერ წელს 82 369 ტონა ტვირთი დამუშავდა, შარშან ამ დროს ეს რაოდენობა მხოლოდ 37 281 ტონა იყო.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 4 წლის მანძილზე (2022-2025წწ), პირველ კვარტალში დამუშავებული კონტეინერების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი წელს დაფიქსირდა, ისევე როგორც მიღებული საკონტეინერო გემების რაოდენობა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი