დონალდ ტრამპის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში - პრეზიდენტ ტრამპს ტარიფებთან დაკავშირებული მოლაპარაკების დასაწყებად 50-ზე მეტმა ქვეყანამ მიმართა

თეთრი სახლის ეროვნული ეკონომიკური საბჭოს დირექტორი, კევინ ჰასეტი უარყოფს მოსაზრებას, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები ამერიკელ მომხმარებლებს უფრო ძვირი დაუჯდებათ.

„ფაქტია, ქვეყნები გაბრაზებულები არიან და სამაგიეროს იხდიან და, სხვათა შორის, [მოლაპარაკებების] მაგიდასთან მოდიან. მივიღე ანგარიში აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლისგან, რომ 50-ზე მეტმა ქვეყანამ მიმართა პრეზიდენტს მოლაპარაკების დასაწყებად. ისინი ამას აკეთებენ, რომ ესმით, ბევრი ტარიფი ეკისრებათ. არ ვფიქრობ, რომ დაინახავთ დიდ ეფექტს მომხმარებელზე აშშ-ში“, - აღნიშნა კევინ ჰასეტმა.

კითხვაზე, რატომ არ შეიყვანა პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთი იმ ქვეყნების სიაში, რომლებსაც ტარიფები უწესდებათ, ჰასეტმა უპასუხა: „აშკარაა,რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ვფიქრობ, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ორი საკითხი არ გაეერთიანებია.

„ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთს სხვა ქვეყნებთან შედარებით სრულიად განსხვავებულად მოექცევიან, მაგრამ რუსეთი იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, რომელიც არ ექვემდებარება ახალ ტარიფებს, არა? მოლაპარაკების შუაში არიან“, - აღნიშნა თეთრი სახლის ეროვნული ეკონომიკური საბჭოს დირექტორმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი