7 აპრილი მსოფლიო ჯანდაცვის დღეა - რას სთავაზობს თოდუას კლინიკის Check-up-ის სერვისი პაციენტებს

77 წელია მსოფლიო 7 აპრილს ჯანმრთელობის დღეს აღნიშნავს და ადამიანებს ახსენებს, რომ ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი არაფერია. სწორედ პრევენციული დიაგნოსტიკა და მოქალაქეთა ჯანდაცვაზე ზრუნვაა ის ძირითადი იდეა, რითაც თოდუას კლინიკამ საქართველოში წლების წინ პირველად ჩექაფისა და პერსონალური მენეჯერის სერვისი შემოიტანა და ახლა უკვე არაერთი სიახლე დანერგა. განსხვავებული კონცეფციით შექმნილ ასეთ სივრცეებში მოქალაქეებს დიაგნოზის ადრეულ სტადიაში გამოვლენას და სერვისის უმოკლეს დროში მიღებას სთავაზობენ. პირველი ნაბიჯი პერსონალიზირებულ მენეჯერთან ზარია. ის ყველაფერს თქვენს ნაცვლად და მარტივად გეგმავს.

თითოეულ ადამიანს მომსახურების მიღება თოდუას კლინიკის ყველა ფილიალში შეუძლია და მათ შორის დიღმის კლინიკაში. ჯანმრთელობის პროფილაქტიკურ სამედიცინო კვლევებს, რომელიც ლაბორატორიული ინსტრუმენტული საშუალებებით ტარდება ორგანიზმის ფუნქციური მდგომარეობის შესაფასებლად იყენებენ. Check-up-სა და პერსონალიზებული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს,რომ ერთ -ერთი მიზანი პაციენტებისთვის ქვეყნის შიგნით იმ სამედიცინო მომსახურებების შეთავაზება იყო, რაზეც ადრე შესაძლოა საზღვრებს მიღმა წასვლა უწევდათ.

ჩექაფისა და პერსონალური მენეჯერის სერვისის მუდმივი პაციენტი უკვე წლებია არაერთი მოქალაქე გახდა. . მათი უმრავლესობა ოჯახთან ერთად ცენტრალურ, დიღმის ან ვერის ფილიალს სტუმრობს. ამბობენ , რომ დაძაბული სამუშაო რეჟიმის ფონზე სივრცის არსებობა , სადაც ერთ დღეში ყველანაირი სამედიცინო სერვისის დაგეგმვა შეგიძლია დიდი შესაძლებლობაა. ერთ ვიზიტზე ოჯახის რამდენიმე წევრს ინდივიდუალური კონსულტაციისა და სამედიცინო სერვისის მიღება შეუძლია.

თოდუას კლინიკას საშუალება აქვს მომხმარებელს შესთავაზოს როგორც ინდივიდუალური ისე სტანდარტული პაკეტები, რაც პაციენტისთვის ამცირებს რისკებს და ამავდროულად სამედიცინო ხარჯებსაც. პერსონალიზებული მედიცინის მენეჯერები თოდუას კლინიკაში 2020 წლიდან მუშაობენ, ახლა უკვე პაციენტზე მორგებულ დროში გამოკვლევების სასურველ დროს კომფორტულ გარემოში ჩანიშვნა არამხოლოდ ჩექაფის პაკეტის შემთხვევაში არამედ ერთეული კვლევის ან ანალიზის საჭიროებისასაც შეუძლიათ.

თოდუას კლინიკაში ამბობენ, რომ ჯანმრთელობის პირადი მენეჯერის სერვისით სარგებლობა ნებისმიერი კერძო დაზღვევის მქონე პაციენტისთვის ხელმისაწვდომია. ინოვაციების, განათლებისა და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომების გამოყენება კი ის მთავარი გზავნილია, რომლითაც 1991 წლიდან გადაწყვეტილებებს მხოლოდ ექიმთა ფართო კონსილიუმების გზით იღებს და ახლა უკვე ყველა სერვისს მოქალაქეებს სამ მისამართზე სთავაზობს.

თოდუას კლინიკა ცენტრალური ფილიალი - თევდორე მღვდლის N13

თოდუას კლინიკა ვერაზე - იაკობ ნიკოლაძის N 10

თოდუას კლინიკა დიღომში - ლუბლიანას N21

(R)

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის