აჭარის უმაღლეს საბჭოში სხდომა, სადაც მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე სულხან თამაზაშვილის კანდიდატურას უნდა უყარონ კენჭი, მედიისთვის დახურულია - ჟურნალისტების ნაწილი საბჭოს შენობასთან საპროტესტო აქციას მართავს

აჭარის უმაღლეს საბჭოში პლენარული სხდომა, სადაც მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე სულხან თამაზაშვილის კანდიდატურას უნდა უყარონ კენჭი, მედიისთვის დახურულია.

ჟურნალისტების ნაწილი აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან შეკრიბა და საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი სხდომაზე დასწრებას ითხოვენ. ამასთან, სოლიდარობას უცხადებენ გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, რომლის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

ისმის შეძახილები: „თავისუფლება მზია ამაღლობელს“.

„დაგვიკეტეს უმაღლესი საბჭოს კარები, ირჩევენ არალეგიტიმურ მთავრობის თავმჯდომარეს. ეს არის მესიჯი, რომ კიდევ უფრო ჩაიკეტება ჩაკეტილი სისტემა, პოლიციელს სხვაგვარად მოქცევა არ შეუძლია. ვერ ჩაიკეტებით. საზოგადოებისთვის ანგარიშის გაწევა მოგიწევთ”,- აცხადებენ შეკრებილები.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება