ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ელექტროენერგეტიკის რეგულირების საკითხებზე ახალ სასწავლო კურსს იწყებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას სასწავლო კურსზე: „ელექტროენერგეტიკის რეგულირების მექანიზმები და პრაქტიკა“.

სემეკ-ის ინფორმაციით, სასწავლო კურსის ავტორები არიან ცენტრის გუნდის წევრები, რომლებსაც შესაბამისი თეორიული ცოდნა და რეგულირების საკითხებზე მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვთ.

„კურსი განკუთვნილია ელექტროენერგეტიკის სექტორში დასაქმებული სპეციალისტებისთვის, უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის, მკვლევრებისთვის და ყველა იმ დაინტერესებული პირისთვის, რომელთა პროფესიული ინტერესები მოიცავს ელექტროენერგეტიკის სექტორის რეგულირების საკანონმდებლო/სამართლებრივ, ეკონომიკურ და ტექნიკურ ასპექტებს.

კურსი მიზნად ისახავს ცოდნის გაღრმავებას ელექტროენერგეტიკის რეგულირების მექანიზმების სხვადასხვა თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებში. კურსის ფარგლებში დაგეგმილია გასვლითი ღონისძიებები.

კურსის დასრულების შემდგომ, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და პრაქტიკული გზამკვლევი რეგულირების საკითხებზე.

სასწავლო კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 25 აპრილი. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ვებგვერდს: https://entc.ge/ka/application_form “,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს