შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და ATC-იმ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორეს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საერთაშორისო კომპანია ATC – Aerostructure Technologies (Cyclone) შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში უნივერსიტეტის წარმომადგენლები კომპანიის მთავარ საწარმოს ესტუმრნენ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, პარტნიორობის ფარგლებში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება და გაიარონ პრაქტიკა მაღალტექნოლოგიურ წარმოებაში.

„აღნიშნული გამოცდილება არა მხოლოდ ხელს შეუწყობს სტუდენტთა პროფესიულ განვითარებას, არამედ გააძლიერებს მათ კონკურენტუნარიანობას გლობალურ შრომის ბაზარზე. ATC აწარმოებს თვითმფრინავის კომპოზიტურ ნაწილებს და მისი ძირითადი დამკვეთია უმსხვილესი საავიაციო ტექნიკის მწარმოებელი ორგანიზაცია – Boeing“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი