გიორგი ვაშაძე - დღეს საქართველოში მხოლოდ სამი მექანიზმი მუშაობს - ძალადობა, ძარცვა და პროპაგანდა

ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდა ყოველდღე ერთსა და იმავეს იმეორებს - თითქოს ქვეყანაში მშვიდობა და განვითარებაა. სინამდვილეში კი, რაც დრო გადის, საქართველო უფრო დაუცველი, იზოლირებული და მიტოვებული ხდება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, დღეს საქართველოში მხოლოდ სამი მექანიზმი მუშაობს - “ძალადობა, ძარცვა და პროპაგანდა”.

ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდა ყოველდღე ერთსა და იმავეს იმეორებს -თითქოს ქვეყანაში მშვიდობა და განვითარებაა. სინამდვილეში კი, რაც დრო გადის, საქართველო უფრო დაუცველი, იზოლირებული და მიტოვებული ხდება.

დღეს საქართველოში მხოლოდ სამი მექანიზმი მუშაობს - ძალადობა, ძარცვა და პროპაგანდა. რა მოუტანა ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყანას? - მეტი დაუცველობა, მეტი სიღარიბე და ხალხის გაღატაკება, მეტი კრიზისი, ქაოსი, სანქციები და საერთაშორისო იზოლაცია.

რეჟიმს აშკარა ბზარები გაუჩნდა - ეს უსისტემო გადაადგილებები და თანამდებობებზე კარუსელი აჩვენებს ერთ რამეს: პროტესტი მუშაობს. სანქციები ჭრის. რეჟიმი ირყევა.

ჩვენ მივდივართ მხოლოდ წინ! ჩვენი გზა - თავისუფლება, დაცულობა და განვითარება. მათი გზა - შიში, სიღარიბე და დაუცველობა”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს