ირაკლი ზარქუა - დღეს ევროსაბჭოს სხდომაზე მოუსმინონ ბოკუჩავებს, სამადაშვილებს და ატყუონ ერთმანეთი, ჩვენ ასეთ გაერთიანებასთან სალაპარაკო არაფერი გვაქვს - ულტიმატუმებით საუბარს არავის გავუტარებთ

დღეს იმ ევროსაბჭოს სხდომაზე მოუსმინონ ბოკუჩავებს, სამადაშვილებს, რომლებსაც ქართულ საზოგადოებაში ლეგიტიმაცია არ აქვთ და ატყუონ ერთმანეთი - ჩვენ ასეთ გაერთიანებასთან და ამ ლიდერებთან სალაპარაკო არაფერი გვაქვს, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ რჩება ევროსაბჭოს წევრად, თუმცა ამ ტონალობაში ულტიმატუმებით საუბარს არავის „გაუტარებენ“.

„რაც შეეხება ევროსაბჭოში დღეს დაგეგმილ დებატებს საქართველოს თემაზე, იცით, რომ ჯერ კიდევ წინა ვიზიტზე პროტესტის ნიშნად დავტოვეთ. იქ, სადაც ქართულ სახელმწიფოს უსამართლოდ ულტიმატუმებით და უფლებების დარღვევით ესაუბრებიან, ჩვენი ადგილი არ არის. ჩვენ ვრჩებით ევროსაბჭოს წევრად, თუმცა ამ ტონალობაში ულტიმატუმებით საუბარს არავის გავუტარებთ. დღეს ეს ქვეყანა სულ სხვა ქვეყანაა - ეს არ არის მონების ქვეყანა, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმის სახით აგენტურა მართავდა. დღეს, როგორც არასდროს, ისეა დამოუკიდებელი, თავისუფალი - ამ ქვეყანას [საქართველოს] მართავს ქართველი ხალხი, შესაბამისად ჩვენ არავის მივცემთ უფლებას და არ „გავუტარებთ“ ულტიმატუმებით უსამართლო მოქცევას. აქედან გამომდინარე, დღეს იმ ევროსაბჭოს სხდომაზე მოუსმინონ ბოკუჩავებს, სამადაშვილებს, რომლებსაც ქართულ საზოგადოებაში ლეგიტიმაცია არ აქვთ და ატყუონ ერთმანეთი. ჩვენ ასეთ გაერთიანებასთან და ამ ლიდერებთან სალაპარაკო არაფერი გვაქვს. ეს არის ჩვენი პასუხი“, - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) საგაზაფხულო სესიის ფარგლებში საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გადაუდებელ დებატებს გამართავს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს