ანა ნაცვლიშვილი - თუ „ქართული ოცნება“ გადაწყვეტს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დატოვოს, პირდაპირ დაადგება გზას, რაც რუსეთმა გაიარა - ეს იქნება ტესტი იმისა, ემსახურება თუ არა „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის ინტერესებს

თუ „ქართული ოცნება“ გადაწყვეტს, რომ იმის ნაცვლად, შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც აიღო ქართველი ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, დატოვოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროსაბჭო, ის პირდაპირ დაადგება იმ გზას, რა გზაც გაიარა რუსეთმა, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსულ გზაზე საბოლოოდ შედგომის შემთხვევაშიც კი, ეს იქნება დროებით, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი არ მოითმენს, რომ ამ ქვეყანას მართავდეს რუსული საოკუპაციო რეჟიმი „ქართული ოცნების“ სახით.

„ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე იქნა გაცემული რეკომენდაცია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები. ასევე, აპრილის თვეში ჩანიშნოს თარიღი, როცა ამ ქვეყანაში, უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები იმიტომ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს არ აქვს ლეგიტიმაცია და შესაბამისად, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ არ აქვს აღიარება. თუ „ქართული ოცნება“ გადაწყვეტს, რომ იმის ნაცვლად, შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც აიღო ქართველი ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, დატოვოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროსაბჭო, ის პირდაპირ დაადგება იმ გზას, რა გზაც გაიარა რუსეთმა. ამით კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ მოქმედებს არა ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ რუსეთის მითითებით. ამიტომ ეს ტესტი, რომელიც მან უნდა ჩააბაროს რამდენიმე საათში, კიდევ ერთხელ იქნება იმის ტესტი, ემსახურება „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის ინტერესებს თუ არა. ასევე, შეასრულებს სამართლიანი არჩევნების დანიშვნის და პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლების საკითხს თუ ბოლომდე გაჰყვება პუტინის რუსეთის გზას, რომელმაც თავის დროზე სწორედ ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევისა და დემოკრატიული გზიდან გადახვევის შემდეგ, დატოვა ევროსაბჭო და ამით განამტკიცა ავტორიტარიზმი. რუსულ გზაზე საბოლოოდ შედგომის შემთხვევაშიც კი ეს იქნება დროებით, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი არ მოითმენს, რომ ამ ქვეყანას მართავდეს რუსული საოკუპაციო რეჟიმი „ქართული ოცნების“ სახით“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის