თიბისი x გურჯაანის „დელტა“ - პარტნიორობა რეგიონული სპორტის მხარდასაჭერად

თიბისი გურჯაანის საკალათბურთო კლუბის - „დელტას“ მხარდამჭერია. პარტნიორობა 2024 წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება, რადგან თიბისისთვის რეგიონული პროექტების მხარდაჭერა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება; ასევე, რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერება და სპორტულ აქტივობებში მათი ჩართულობის მუდმივი ხელშეწყობა.

„დელტას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება და დაარსებიდან უახლოეს წლებში, გუნდმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ა ლიგასა და სუპერლიგაში. 2019 წელს, „დელტას“ მოგებული აქვს სუპერლიგა. გუნდის ტიტულებს შორისაა, ასევე, დუდუ დადიანის მემორიალი და საქართველოს სუპერთასი.

2022 წლიდან, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიასა და „დელტას“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება და ამ დროიდან, გუნდი უკვე გურჯაანის სახელით გამოდის.

„დელტას“ გურჯაანში გამოჩენამ, დიდი ცვლილებები მოახდინა ქალაქისა და რეგიონის სპორტულ ცხოვრებაში. უპირველესად, აღსანიშნავია ბავშვთა საკალათბურთო აკადემიის შექმნა, სადაც ადგილობრივი მოზარდები სრულიად უსასყიდლოდ ვარჯიშობენ და თამაშობენ. სუპერლიგის ბინადარი „დელტა“ საშინაო მატჩებს გურჯაანში თამაშობს, რაც დამატებით აცოცხლებს რეგიონის სპორტულ და სოციალურ ცხოვრებას.

საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში „დელტა“ 6 ასაკობრივი გუნდითაა წარმოდგენილი: U22, U18, U16 (პირველი და მეორე გუნდები), U14 და U12 (NBA JR-ს გუნდი).

წლევანდელ სეზონში, „დელტა“ წარმატებით ასპარეზობს საქართველოს თასის გათამაშებაში, სადაც უკვე ნახევარფინალურ ეტაპს მიაღწია. სუპერლიგაში კი, გურჯაანელები ფლეი-ოფში სათამაშოდ ემზადებიან.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება