„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, მარტში ქალი მეწარმეებისთვის Startup Grind-ის ღონისძიებები გაიმართა

საქართველოს ბანკისთვის“ სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება და ქალი მეწარმეების ხელშეწყობა ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, Startup Grind-თან ერთად, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, მარტის თვე ქალ მეწარმეებს მიეძღვნა.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში Startup Grind-ის სამი ვორქშოფი ჩატარდა.

პირველი ვორქშოფი, Quickshipper-ის დამფუძნებელმა მარიამ ახვლედიანმა ჩაატარა. მან ისაუბრა ქართულ სტარტაპ Elvis-ის Quickshipper-ად ტრანსფორმაციაზე, ამ გზაზე არსებულ გამოწვევებსა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ასევე, თუ როგორ უნდა მიიღონ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.

მორიგ ვორქშოფს ნატო ჩაკვეტაძე გაუძღვა, რომელიც პროექტ მენეჯერი, განათლების, მეწარმეობის და ინოვაციების მიმართულებით სტრატეგიული კონსულტანტი გახლავთ. მან დამსწრე აუდიტორიას გაუზიარა თუ როდის და საიდან დაიწყო საქართველოს სტარტაპ გარემოს განვითარება, რა გამოწვევები და შესაძლებლობები ახლდა თან და როგორ შეუძლიათ დამწყებ მეწარმეებს გლობალურ ბაზარზე გასვლა.

მესამე ფორქშოფზე კი, Helio AI-ის დამფუძნებელმა იაკო ჯიქიამ ხელოვნურ ინტელექტზე ისაუბრა, თუ რატომ ხდება მისი გამოყენება აუცილებელი თანამედროვე სამყაროში და რატომ უნდა იყენებდნენ სტარტაპები მას ყოველდღიურად.

ინფორმაციისთვის, Startup Grind-ის შეხვედრები ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები თუ სხვა.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება