პოლიციელი გიორგი ბჟალავა - პოლიციელს ხელს რომ დაარტყამ, რა მდგომარეობაში უნდა იყოს? ირაკლი დგებუაძეს სახე ჰქონდა გაწითლებული - მომხდარიდან დაახლოებით, 10-15 წუთში ვნახე

პოლიციელს რომ ხელს დაარტყამ, რა მდგომარეობაში უნდა იყოს? [ირაკლი დგებუაძეს] სახე ჰქონდა გაწითლებული , - ამის შესახებ პოლიციელმა, გიორგი ბჟალავამ ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მოწმის სახით გამოკითხული პოლიციელი აღნიშნავს, ირაკლი დგებუაძე მომხდარი ფაქტიდან 15 წუთის შემდეგ ნახა.

„შენობაში შევხვდი მას. რა მდგომარეობაში უნდა იყოს, პოლიციელს რომ ხელს დაარტყამ, რა მდგომარეობაში უნდა იყოს? სახე ჰქონდა გაწითლებული. დაახლოებით, მომხდარი ფაქტიდან 10-15 წუთში ვნახე. ის ქურთუკი ეცვა, რაც დანაშაულის ჩადენის მომენტში“,- აღნიშნა ბჟალავამ.

ინფორმაციისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომაზე, პროკურატურამ საქმეში არსებული მოწმეები წარმოადგინა. მათ შორის მზია ამაღლობელის საქმის გამომძიებლები ლევან გოგმაჩაძე და გურამ დიასამიძე. სასამართლოს სხდომაზე, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ინციდენტის ამსახველი ვიდეო მასალის წარდგენა და განხილვა მოხდა. მზია ამაღლობელის საქმეზე საერთო ჯამში ოთხი მოწმე გამოიკითხა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია