Reuters - საფრანგეთის, აშშ-ს, ეგვიპტისა და იორდანიის ლიდერებმა სატელეფონო საუბრისას ღაზაში არსებული ვითარება განიხილეს

საფრანგეთის, აშშ-ს, ეგვიპტისა და იორდანიის ლიდერებმა სატელეფონო საუბრისას ღაზაში არსებული ვითარება განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი კაიროში ეგვიპტის პრეზიდენტს, აბდელ ფატაჰ ალ-სისისა და იორდანიის მეფე აბდულას შეხვდა.

საფრანგეთის, ეგვიპტისა და იორდანიის ლიდერებმა სამმხრივი შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის აღდგენა მოითხოვეს.

„ღაზაში მართვა, კანონისა და წესრიგის დაცვა და უსაფრთხოება, ისევე როგორც პალესტინის ტერიტორიებზე, გაძლიერებული პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პასუხისმგებლობა უნდა იყოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!