დონალდ ტრამპი - ირანთან პირდაპირი მოლაპარაკებები გვაქვს - არ შეიძლება, ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს

ირანთან ბირთვული პროგრამის შესახებ პირდაპირ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენ ირანთან პირდაპირი მოლაპარაკებები გვაქვს. ეს დაიწყო და შაბათს გაგრძელდება. ძალიან დიდი შეხვედრა გვაქვს და ვნახავთ რა შეიძლება მოხდეს. ვფიქრობ, ყველა თანხმდება, რომ შეთანხმების მიღწევა სასურველი იქნება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, თუ მოლაპარაკებები შედეგს ვერ გამოიღებს, მაშინ ირანი საფრთხეში აღმოჩნდება.

„შეთანხმება შესანიშნავი იქნება. შაბათს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს, თითქმის უმაღლეს დონეზე. არ შეიძლება, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს. თუ მოლაპარაკებები წარმატებული არ იქნება, მაშინ ეს ირანისთვის ცუდი დღე იქნება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს