ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრო - დონალდ ტრამპის მუქარა ჩინურ საქონელზე 50%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ შეცდომა შეცდომაზეა - ბოლომდე ვიბრძოლებთ

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით, არასოდეს მიიღებენ აშშ-ის "შანტაჟურ ბუნებას" და ტარიფების წინააღმდეგ ბოლომდე იბრძოლებენ, - ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

უწყების შეფასებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარა ჩინეთის მიერ წარმოებულ საქონელზე დამატებითი 50%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ არის „შეცდომა შეცდომაზე“.

“აშშ-ის მუქარა ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფების ესკალაციის შესახებ არის შეცდომა შეცდომაზე, რომელიც კიდევ ერთხელ ავლენს აშშ-ის შანტაჟურ ბუნებას. ჩინეთი ამას არასოდეს მიიღებს. თუ აშშ დაჟინებით გააგრძელებს საკუთარი გზით სვლას, ჩინეთი ბოლომდე იბრძოლებს. თუ აშშ გააძლიერებს სატარიფო ზომებს, ჩინეთი მტკიცედ მიიღებს საპირისპირო ზომებს საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა სამინისტროს პრესსპიკერმა.

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ტარიფების ყველა გეგმა უნდა გაუქმდეს და აშშ-ჩინეთის უთანხმოება დიალოგის გზით უნდა მოგვარდეს.

შეგახსენებთ, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ ჩინურ საქონელზე დამატებითი 50%-იან ტარიფებს დააწესებს, თუ პეკინი სამშაბათამდე უარს არ იტყვის საპასუხო ზომებთან დაკავშირებულ გეგმებზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს