პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ნიკა გვარამიასთან, ზურაბ ჯაფარიძესა და გივი თარგამაძესთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს

„ნაციონალურის მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, კომისიაზე არგამოცხადების გამო, ნიკა გვარამიასთან, ზურაბ ჯაფარიძესა და გივი თარგამაძესთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს.

როგორც კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა სხდომაზე განაცხადა, შესაბამისი დოკუმენტები პროკურატურაში დღეს გაიგზავნება.

„სხდომაზე გვარამია 10:00 საათზე გახლდათ დაბარებული, თუმცა არ გამოცხადდა. ასევე, საჯაროდ აქვს გაცხადებული, რომ არ აპირებს კომისიაზე გამოცხადებას. კომისიის წევრებსა და საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ მასთან მიმართებაში შეტყობინების ოფიციალური პროცედურა წარიმართა კანონით დადგენილი წესით. მან თავადვე დაადასტურა, რომ მისთვის აბსოლუტურად ზედმიწევნით იყო ცნობილი იმის შესახებ, რომ დღეს, 8 აპრილს, 10:00 საათზე უნდა გამოცხადებულიყო კომისიის წინაშე და სახეზეა მისი გათვითცნობიერებული გადაწყვეტილება, რომ არ მოსულიყო სხდომაზე.

ბატონი გივის შემთხვევაში ფელდეგერი ბრძანდებოდა მის საცხოვრებელ მისამართზე, მან პირადად ჩაიბარა შეტყობინება და შემდეგ, ასევე საჯაროდ, როგორც სხვა პირებმა, განაცხადა, რომ კომისიაზე მოსვლას არ აპირებს. 3 აპრილს, როცა ის იყო დაბარებული ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ, რომ რეალურადაც არ გამოცხადდა. აქაც შეტყობინების პროცედურა კანონით დადგენილი წესით სრულყოფილად არის დასრულებული.

დღევანდელ სხდომაზე, 11:00 საათზე ველოდით ბატონ ზურაბ-გირჩი ჯაფარიძეს. შეტყობინების პროცედურა აქაც არის დასრულებული და მან გუშინ, როგორც სამდივნო გვატყობინებს, მოიწერა საყვედური, რომ ვაწუხებთ მას იმიტომ, რომ მან ბევრჯერ განაცხადა, რომ არ აპირებს კომისიის წინაშე გამოცხადებას არც დღეს და არც მომავალში. შესაბამისად, აქაც შეტყობინების პროცედურა დასრულებულია", - განაცხადა წულუკიანმა.

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ აღნიშნული საქმეების პროკურატურაში გადაგზავნა კენჭისყრით ერთხმად გადაწყვიტა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს