ბელგიის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა

ბელგიის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინული მედიის ცნობით, ბელგიის პრემიერ-მინისტრი, ბარტ დე ვევერი კიევში საგარეო და თავდაცვის მინისტრებთან, მაქსიმ პრევოსთან და ტეო ფრანკენთან ერთად ჩავიდა.

„ეს სიმბოლური ჟესტი არ არის. ეს სოლიდარობის, იმედისა და ურყევი მხარდაჭერის მისიაა უკრაინელთა თაობებისთვის, რომლებიც თავისუფლებისა და მომავლისთვის იბრძვიან. ბელგია უკრაინის გვერდით დგას. სამართლიანობამ უნდა გაიმარჯვოს“, - წერს ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაქსიმ პრევო X-ზე.

კიევში ვიზიტის ფარგლებში ბელგიელი მინისტრები უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს