ანა დოლიძე ევროკავშირის გაფართოების ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

კოალიცია ,”ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ სოციალ-დემოკრატიული გაერთიანების მოწვევით, მონაწილეობა მიიღო და სიტყვით გამოვიდა ევროკავშირის გაფართოების ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც ბრიუსელში გაიმართა.

კოალიცია ,,ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს“ ინფორმაციით, ანა დოლიძემ ხაზი გაუსვა საქართველოში მიმდინარე გამოსვლებს ევროკავშირში გაერთიანებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს პროტესტი შეიძლება იყოს შთაგონების წყარო ევროკავშირის ქვეყნებისთვის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი მომავალი შეიძლება ჰქონდეს ევროკავშირს.

მისი თქმით, ამ შთაგონების წყაროს მოპოვება შეიძლება რუსთაველზე.

,,ჩვენთვის ევროკავშირი არის არა მხოლოდ პოლიტიკური გაერთიანება, არამედ გაერთიანება, რომელიც უზრუნველყოფს კეთილდღეობას ყველა საქართველოს მოქალაქისთვის. ის უპირისპირდება დღევანდელი მმართველობის ფასეულობას, სადაც მდიდრდება ადამიანების მხოლოდ ერთი ვიწრო ჯგუფი, ხოლო ღარიბდება და ემიგრაციაში მიდის საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა”, - განაცხადა ანა დოლიძე

კოალიცია ”ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს“ ინფორმაციით, კონფერენციის ამოცანაა, ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გამყარება და ევროკავშირის პოლიტიკის შემუშავება ათ კანდიდატ ქვეყანასთან მიმართებაში, რომელთა შორის არის საქართველო. ამ მხრივ ანა დოლიძე და პარტია “ხალხისთვის“ ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატიული პარტიების ფრაქციების პარტნიორია საქართველოში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა