ანა დოლიძე ევროკავშირის გაფართოების ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

კოალიცია ,”ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ სოციალ-დემოკრატიული გაერთიანების მოწვევით, მონაწილეობა მიიღო და სიტყვით გამოვიდა ევროკავშირის გაფართოების ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც ბრიუსელში გაიმართა.

კოალიცია ,,ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს“ ინფორმაციით, ანა დოლიძემ ხაზი გაუსვა საქართველოში მიმდინარე გამოსვლებს ევროკავშირში გაერთიანებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს პროტესტი შეიძლება იყოს შთაგონების წყარო ევროკავშირის ქვეყნებისთვის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი მომავალი შეიძლება ჰქონდეს ევროკავშირს.

მისი თქმით, ამ შთაგონების წყაროს მოპოვება შეიძლება რუსთაველზე.

,,ჩვენთვის ევროკავშირი არის არა მხოლოდ პოლიტიკური გაერთიანება, არამედ გაერთიანება, რომელიც უზრუნველყოფს კეთილდღეობას ყველა საქართველოს მოქალაქისთვის. ის უპირისპირდება დღევანდელი მმართველობის ფასეულობას, სადაც მდიდრდება ადამიანების მხოლოდ ერთი ვიწრო ჯგუფი, ხოლო ღარიბდება და ემიგრაციაში მიდის საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა”, - განაცხადა ანა დოლიძემ

კოალიცია ”ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს“ ინფორმაციით, კონფერენციის ამოცანაა, ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გამყარება და ევროკავშირის პოლიტიკის შემუშავება ათ კანდიდატ ქვეყანასთან მიმართებაში, რომელთა შორის არის საქართველო. ამ მხრივ ანა დოლიძე და პარტია “ხალხისთვის“ ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატიული პარტიების ფრაქციების პარტნიორია საქართველოში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს