მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე კომიტეტებისა და ფრაქციების ფორმატში განხილვები არ გაიმართება - პარლამენტი საკითხს პირდაპირ პლენარულ სხდომაზე განიხილავს და უყრის კენჭს

პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პირდაპირ პლენარულ სხდომაზე განიხილავს და უყრის კენჭს - მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხზე კომიტეტებისა და ფრაქციების ფორმატში განხილვები არ გაიმართება.

ეს სიახლე პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტით შემოდის, რომელიც იმ გამონაკლის საკითხებს ადგენს, რომელზეც პარლამენტის კომიტეტები არ იმსჯელებს და პირდაპირ სესიაზე გავა. ეს საკითხებია: - თანამდებობის პირის არჩევის, დროებითი საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების შექმნის, საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების, პრეზიდენტის არჩევის, თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებისა და რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა საკითხები.

ცნობისთვის, მოქმედი რეგლამენტით, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანამდე, საპარლამენტო კომიტეტები დარგობრივი სპეციალიზაციის მიხედვით და ასევე, ფრაქციები მინისტრობის კანდიდატებს ხვდებიან და სამთავრობო პროგრამას იხილავენ. შესაბამის დასკვნებს კი, პარლამენტის ბიუროს წარუდგენენ.

XI მოწვევის პარლამენტი ახალი რეგლამენტის მიღებას აპირებს. რეგლამენტის პროექტის ფარგლებში საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები ახლებურად წესრიგდება.

ახალი რეგლამენტის ამოქმედება 2025 წლის 1-ელი ივლისიდან იგეგმება. ახალი რეგლამენტის ამოქმედებისთანავე მოქმედი - 2018 წელს მიღებული რეგლამენტი ძალადაკარგულად გამოცხადდება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება