პარლამენტის ახალი რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოში თემატური მოკვლევის ინსტიტუტი აღარ იარსებებს - თემატური მოკვლევის მექანიზმი უქმდება

პარლამენტის ახალი რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოში თემატური მოკვლევის ინსტიტუტი აღარ იარსებებს - პარლამენტში თემატური მოკვლევის მექანიზმი უქმდება.

ჯერ კიდევ მოქმედი რეგლამენტის გათვალისწინებით, თემატური მოკვლევის ჯგუფი აქტუალური საკითხის შესწავლისა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადების მიზნით იქმნებოდა.

თემატური მოკვლევის მექანიზმის გაუქმებასთან დაკავშირებით რეგლამენტის პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ “სხვა საპარლამენტო საზედამხედველო ინსტრუმენტების არსებობის ფონზე, თემატური მოკვლევა არაეფექტიანი მექანიზმია”.

“თემატური მოკვლევის ინსტრუმენტის ფუნქციების შეთავსებას წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებული დროებითი კომისიისა და სამუშაო ჯგუფის ფორმატები უზრუნველყოფს”, - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება