უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის არმიის შემადგენლობაში მებრძოლი ჩინეთის ორი მოქალაქე ტყვედ აიყვანეს

უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის არმიის შემადგენლობაში მებრძოლი ჩინეთის ორი მოქალაქე ტყვედ აიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

„ეს უკრაინის ტერიტორიაზე, დონეცკის ოლქში მოხდა. მათ თან ჰქონდათ საიდენტიფიკაციო დოკუმენტები და საბანკო ბარათები. გვაქვს ინფორმაცია, რომ ოკუპანტების ქვედანაყოფების შემადგენლობაში ბევრად მეტი ჩინეთის მოქალაქეა, ვიდრე ეს ორი“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩინეთთან დაკავშირება დაავალა.

„ამ ომში ჩინეთისა და სხვა ქვეყნების ჩართვა იმის ნიშანია, რომ პუტინი ომის დასრულების გარდა, ყველაფრის გაკეთებას გეგმავს. პუტინი ბრძოლის გასაგრძელებლად გზებს ეძებს. ეს პასუხს მოითხოვს. პასუხს აშშ-ს, ევროპისა და ყველას მიერ, ვისაც მშვიდობა სურს“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს