თბილისის მერის მოადგილე - მარცხენა სანაპიროზე პირველადი მონაცემებით, მტკვარმა საყრდენ კედელს ძირი გამოურეცხა, რამაც გზის ჩავარდნა გამოიწვია - დავიწყეთ აღდგენითი სამუშაოები, კიდევ ერთ ზოლზე შევზღუდავთ მოძრაობას

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, მტკვარმა, საყრდენ კედელს ძირი გამოურეცხა, რამაც გზის ჩავარდნა გამოიწვია.

როგორც ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, აღნიშნულის გამო, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, კიდევ ერთ ზოლზე მოხდება მოძრაობის შეზღუდვა.

“მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან “გაგრის” მიმდებარედ გუშინ შევამჩნიეთ, რომ გზის სავალ ნაწილზე ბზარები იყო. მივიღეთ გადაწყვეტილება და მუნიციპალიტეტმა მოახდინა გზის ნაწილობრივ შეზღუდვა, ამან ნაწილობრივ საფრთხე აგვარიდა თავიდან. დავიწყეთ 24-საათიანი მონიტორინგი. დღეს, მდგომარეობა გართულდა, ამ ადგილზე მოხდა მიწის გარკვეული მასის ჩაშლა. პირველადი მონაცემებით, მტკვარმა, საყრდენ კედელს ძირი გამოურეცხა, რამაც გამოიწვია გზის ჩავარდნა. მერიის შესაბამისი სამსახურები მობილიზებულები ვართ. დავიწყეთ აღდგენითი სამუშაოები. იმ მონაკვეთის გარდა, სადაც მოძრაობა შეზღუდული იყო, კიდევ ერთ ზოლზე მოვახდენთ მოძრაობის შეზღუდვას. მოძრაობის მიმართულებას გავაცალმხრივებთ, ზოლში ორივე მიმართულებით იქნება მოძრაობა შესაძლებელი. 24-საათი ვიქნებით ჩართულები, რათა მალე მოხდეს ზიანის აღმოფხვრა”,- აღნიშნა ბენდელიანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება