"საქართველოს ბანკი" HORECA სექტორის განვითარებისთვის შესაძლებლობას ქმნის

"საქართველოს ბანკი" სტუმარმასპინძლობის სექტორში მომუშავე ბიზნესებს მრავალფეროვან შესაძლებლობას სთავაზობს. ბანკი აქტიურად მუშაობს საგანმანათლებლო, B2B შეთავაზებების თუ საინფორმაციო პროექტებზე, რომლითაც სასტუმროებს, კაფე-ბარებსა და რესტორნებს განვითარებაში უწყობს ხელს.

სარესტორნო ბიზნესის მართვის ბიზნესკურსით, "საქართველოს ბანკი" სტუმარმასპინძლობის სექტორში დამწყებ ან არსებულ ბიზნესებს საკუთარი იდენტობის ჩამოყალიბებაში ეხმარება. კურსის გავლის შემდეგ, დაინტერესებული პირები გაიგებენ, რა განსაზღვრავს სარესტორნო ბიზნესის წარმატებას, რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება ამ ტიპის ბიზნესის მართვისას, რა ტიპის მენიუ უნდა შეარჩიონ და სხვა. კურსს უძღვება სილქ ჰოსფითალითის ბრენდ შეფი, 19-წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი, ირაკლი ასათიანი.

გარდა ამისა, "საქართველოს ბანკის" ერთიან პლატფორმაზე Business360.ge განთავსებულია მრავალფეროვანი შეთავაზებები, რომლითაც სარგებლობა სტუმარმასპინძლობის სექტორში დასაქმებულ ბიზნესებს შეუძლიათ. მათ შორისაა:

  • 50%-იანი ფასდაკლება რესტორნის რეზერვაციის პლატფორმაზე Rezto
  • 50%-იანი ფასდაკლება ფინანსური ანალიტიკის პლატფორმაზეge
  • 30%-იანი ფასდაკლება სრულ პოლიგრაფიულ მომსახურებაზე + საჩუქარი სტამბა ფავორიტი / კოლორპაკისგან
  • 20%-მდე ფასდაკლება საკურიერო მომსახურებაზე Onway-ისგან
  • 20%-იანი ფასდაკლება ინვენტარიზაციის, მარაგების მართვის, საწყობის მენეჯმენტის და სხვა მომსახურებებზე ინვენტერისგან და სხვა.

ნახეთ შეთავაზებები რესტორნებისა და სასტუმროებისთვის ამ ბმულზე.

ამასთანავე, "საქართველოს ბანკი", Business 360-ის ფარგლებში, პერიოდულად ორგანიზებას უწევს შეხვედრებს სხვადასხვა დარგის პროფესიონალთან გუნდის მართვის, ლიდერობის, მენეჯმენტის, მარკეტინგის და სხვა საკითხებზე. ამ შეხვედრებზე სტუმარმასპინძლობის სექტორის წარმომადგენლებს შეუძლიათ გაეცნონ საინტერესო მიგნებებს საკუთარი საქმიანობის გაძლიერებისთვის.

ამჟამად მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელმისაწვდომია ვორკშოპი შუა კორიდორის ფუნქციონალი და შესაძლებლობები, რომელიც 10 აპრილს გაიმართება.

აღმოაჩინეთ სხვა შესაძლებლობები პლატფორმაზე business360.ge

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება