"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით, ვორკშოპი — „შუა კორიდორის ფუნქციონალი და შესაძლებლობები“ გაიმართება

"საქართველოს ბანკი" განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების განვითარებას. ამ მიზნით, პლატფორმა ბიზნეს 360-ის ფარგლებში, გაიმართება ვორკშოპი — შუა კორიდორის ფუნქციონალი და შესაძლებლობები.

შეხვედრა განკუთვნილია საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული მეწარმეებისთვის, იმპორტ-ექსპორტით დაინტერესებული ბიზნესებისთვის, სატრანსპორტო-ლოგისტიკური კომპანიებისთვის — მათთვის, ვისთვისაც ტვირთის მიმოცვლის დროის შემცირება და ამ პროცესში შეღავათების მიღება მნიშვნელოვანია.

შეხვედრა გაიმართება 10 აპრილს, 17:00 – 18:30 საათზე, საქართველოს ბანკის სივრცეში ბიზნესისთვის — 4B (ა. ყაზბეგის გამზ. №15.)

ვორკშოპს გაუძღვებიან Maersk-ის კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი, ირაკლი დანელია და Hegelmann Multimodal Georgia კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი, სალომე დანელია.

ვორკშოპზე განხილული იქნება:

  • შუა კორიდორის შესაძლებლობები ქართული ბაზრისთვის;
  • რა გავლენა აქვს გლობალური მიწოდების ჯაჭვის ცვლილებებს შუა კორიდორის განვითარებაზე;
  • რა შესაძლებლობები ვლინდება საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული ბიზნესებისა და სატრანსპორტო ლოგისტიკური კომპანიებისთვის;
  • გლობალური მიწოდების ჯაჭვის ტრანსფორმაცია -კონტეინერიზაცია და სხვა საკითხები.

შეხვედრის შესახებ მეტი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.

აღსანიშნავია, რომ ვორკშოპი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა.

(R)

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო