ჯო უილსონი - კრიმინალი პუტინი ყველა ძალისხმევას მიმართავს წარუმატებელი საბჭოთა კავშირის აღსადგენად - იყო ეროვნული არჩევნების გაყალბება საქართველოში

კრიმინალი პუტინი ყველა ძალისხმევას მიმართავს წარუმატებელი საბჭოთა კავშირის აღსადგენად, - ამის შესახებ კონგრესმენმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) ევროპაში აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურის, გენერალი კრისტოფერ კავოლის კონგრესის წინაშე მოსმენის დროს განაცხადა.

მან რუსეთის ქმედებებზე ისაუბრა საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვაში, ბელარუსსა და რუმინეთში.

“ჩემი რწმენით, რასაც ვხედავთ არის ის, რომ კრიმინალი პუტინი ყველა ძალისხმევას მიმართავს წარუმატებელი საბჭოთა კავშირის აღსადგენად.

რუს სამხედროებს რეალურად არასდროს არ დაუტოვებიათ მოლდოვაში მდებარე დნესტრისპირეთი. მათ უნდა დაეტოვებინათ [დნესტრისპირეთი], მაგრამ არ დატოვეს, ასე რომ, მოლდოვის ნაწილი აქვთ ოკუპირებული.

დამატებით, ვიცით, რომ მათ არჩევნები გააყალბეს ბელარუსში.

შემდეგ იყო საქართველოში შეჭრა და "სამხრეთ ოსეთისა" და აფხაზეთის ანექსია. და შემდეგ იყო უკრაინაში შეჭრა, რომელშიც ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა, 2014 და 2022 წლებში. და შემდეგ იყო ეროვნული არჩევნების გაყალბება საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს, როდესაც ძალისხმევა განხორციელდა ძალიან მამაცი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ჩასანაცვლებლად.

ცოტა ხნის წინ, დავინახეთ ძალისხმევა რუმინეთის არჩევნების გასაყალბებლად, მაგრამ, საბედნიეროდ, ის წარმატებული არ არის”, - განაცხადა უილსონმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს