„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

8 აპრილს, სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩა N111-ის მიმდებარედ, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და მილის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. „მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, ქსელზე აღდგენითი სამუშაოები ღამის საათებში შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, 8 აპრილის საღამოს 22:00 საათიდან 9 აპრილის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

გახოკიძის, ხომლელის, შუამთის, თრიალეთის, აბაშვილის, ჩანტლაძის, ამირანაშვილის, ესენინის, სააკაძის, ფიროსმანის, პეტრიწის, კაკაბაძის, ბერიაშვილის, ფანასკერტელ-ციციშვილის, მაისურაძის და კაკლიანის ქუჩებს, ვარკეთილის ზემო პლატოს, ჯავახეთის ქუჩა N1, 3, 59, ჯავახეთის II და III შესახვევს, თვალჭრელიძის ქუჩა N2. კახეთის გზატკეცილის N 65-89, ქიზიყის ქუჩა N19-33, N12-22, სამხედრო დასახლების კორპუსებსა და II ქუჩას, კალოუბნის და აეროდრომის დასახლებებს, აეროდრომის დასახლების 7, 9, 11, 12, 13, 14 ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებ-გვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge.”,- აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება