აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი - ჩინეთი უკრაინის ომში რუსეთის დიდი ხელშემწყობია

ჩინეთი უკრაინის ომში რუსეთის დიდი ხელშემწყობია, უკრაინაში ჩინელი ჯარისკაცების დატყვევების შესახებ ცნობები ვიცით. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრუსმა ბრიფინგზე განაცხადა.

“ეს საგანგაშოა. საგანგაშოა [ცნობები] ჩრდილოეთ კორეის მონაწილეობასთან დაკავშირებით, საგანგაშოა დატყვევებულ ჩინელ ჯარისკაცებთან დაკავშირებით. ვიცით ცნობები, რომ უკრაინამ ჩინეთის ორი მოქალაქე დაატყვევა, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძოდნენ უკრაინაში.

ჩინეთი უკრაინის ომში რუსეთის დიდი ხელშემწყობია. ჩინეთი აწვდის ორმაგი დანიშნულების საგნების თითქმის 80%-ს, რომლებსაც რუსეთი საჭიროებს, რათა გააგრძელოს ომი. 80% მიდის ჩინეთიდან.

როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, ამ ორ ბირთვულ ძალას შორის თანამშრომლობის გაგრძელება ხელს შეუწყობს მხოლოდ გლობალურ არასტაბილურობას, შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებს ნაკლებად უსაფრთხოს, ნაკლებად დაცულსა და ნაკლებად წარმატებულს გახდის. ვფიქრობ, ეს რბილადაა ნათქვამი”, - განაცხადა ბრუსმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს