აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი - აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლები სტამბოლის შეხვედრაზე უკრაინის საკითხს არ განიხილავენ

შეერთებული შტატებისა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის საკითხი დღის წესრიგში არ იქნება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრუსმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე მხარეები მხარეები საელჩოების საქმიანობის განახლებაზე ისაუბრებენ.

„10 აპრილს, აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციები მეორედ შეხვდებიან სტამბოლში, რათა შეეცადონ მიაღწიონ წინსვლას ჩვენი ორმხრივი მისიების ოპერაციების შემდგომ სტაბილიზაციაში. ასე რომ, ეს ხდება სტამბულში. დღის წესრიგში არ არის პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხები და უკრაინა - აბსოლუტურად არ არის დღის წესრიგში. ეს მოლაპარაკებები მხოლოდ ჩვენი საელჩოს ოპერაციებზეა ორიენტირებული და არა მთლიანობაში ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებაზე, რაც შეიძლება მოხდეს, როგორც აღვნიშნეთ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მშვიდობა დამყარდება რუსეთსა და უკრაინას შორის“, - აღნიშნა ტემი ბრუსმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს