მამუკა მდინარაძე - 36 წლის შემდეგ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც რუსი ბანის პაატა ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, რუსთაველზე დგანან და სხვაზე დამოკიდებულებისთვის იბრძვიან

36 წლის შემდეგ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც რუსი ბანის (როგორც თვითონ ამბობს), პაატა ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, რუსთაველზე დგანან და სხვაზე დამოკიდებულებისთვის იბრძვიან, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე წერს.

„36 წლის წინ ქართველები რუსთაველზე ვიდექით და დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით. ეს ბრძოლა დღემდე გრძელდება!

36 წლის შემდეგ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც რუსი ბანის (როგორც თვითონ ამბობს), პაატა ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, რუსთაველზე დგანან და სხვაზე დამოკიდებულებისთვის იბრძვიან.

საქართველო აღარასდროს დათმობს თავისუფლებას!“- წერს მამუკა მდინარაძე „ფეისბუქზე“.

9 აპრილის მემორიალთან, სადაც მოქალაქეები იკრიბებიან, ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. დაპირისპირება საჯარო მოხლეების გამოჩენას მოჰყვა. თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილეს კონსტანტინე ზარნაძეს მოქალაქეებმა 9 აპრილის მემორიალთან მისვლის შესაძლებლობა არ მისცეს. ადგილზე მისვლის საშუალება ასევე არ მისცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციას.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო