ჩინეთის საგარეო უწყება - აშშ ჩინეთზე ზეწოლის მიზნით ტარიფების ბოროტად გამოყენებას აგრძელებს - ჩინეთი საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად ეფექტური ზომების მიღებას გააგრძელებს

აშშ ჩინეთზე ზეწოლის მიზნით ტარიფების ბოროტად გამოყენებას აგრძელებს, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლინ ძიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩინეთი ამას მტკიცედ ეწინააღმდეგება და მსგავსი სახის ბულინგს არასდროს შეურიგდება. ჩინეთი საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად ეფექტური ზომების მიღებას გააგრძელებს“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

მისი თქმით, თუ აშშ-ს პრობლემების მოგვარება დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით სურს, მაშინ მან „თანასწორობის პატივისცემის პოზიცია უნდა დაიკავოს“.

ცნობისთვის, დღეს, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ, ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული 104%-მდე გაზრდილი ტარიფები ძალაში შევიდა, მას შემდეგ, რაც ჩინეთმა აშშ-ს მიერ თავდაპირველად გამოცხადებული ტარიფების წინააღმდეგ საპასუხო ზომები მიიღო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება