რობინ დანიგანმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა პარლამენტთან, 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულებს პატივი მიაგო.

„დღეს 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა. ჩვენ ვიხსენებთ თავისუფლებისთვის მებრძოლ 21 უდანაშაულო მსხვერპლს და ასობით დაშავებულს, როდესაც ქართველები მამაცად იდგნენ ერთმანეთის გვერდით, საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა