დავით მათიკაშვილი - უცხო ქვეყნის ელჩებს ტაშისკვრით მიაცილებენ 9 აპრილის მემორიალთან - უცხოური ძალის მართული ჯგუფები ცდილობენ, არეულობა, დისონანსი და ის მდგენელი შემოიტანონ, რომელიც დღევანდელ დღეს ქართველ ერს არ ეკადრება

იმ მოცემულობაში, როცა უცხო ქვეყნის ელჩებს ტაშისკვრით მიაცილებენ მემორიალთან, ეს სწორედ უცხოური ძალის მართული გარკვეული ჯგუფები, ცდილობენ, რომ არეულობა, დისონანსი, ის მდგენელი შემოიტანონ, რომელიც ნამდვილად არ ეკადრება ქართველ ხალხს და ქართველ ერს დღევანდელ დღეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პარლამენტთან დღეს მიმდინარე პროტესტი უცხოური ძალის მიერ აგენტურის მართვისა და ქართველებისთვის მნიშნელოვანი დღის, ვიწროპარტიული მიზნების მისაღწევად პროვოკაციის მოწყობის მცდელობის ნათელი მაგალითია. ამის მიუხედავად, მათიკაშვილის თქმითვე, როგორც 36 წლის წინ, ახლაც, ქართველი ერი მეტად გაერთიანდება და „ვერც ერთი უცხო ძალა ვერ შეძლებს საქართველო შეაშინოს“.

„ეს არის ნათელი მაგალითი უცხოური ძალის მიერ აგენტურის მართვის და მცდელობის, რომ ამ ღირსებით და ტრაგიზმით სავსე დღეს, რომელიც ერთიანობის სიმბოლო უნდა იყოს, მოაწყონ პროვოკაცია საკუთარი ვიწროპარტიული, ქვეყნის ფარგლებს გარედან მართული მიზნების განსახორციელებლად.

როგორც მაშინ, 36 წლის წინ, ქართველი ხალხი დადგა მტკიცედ, მიუხედავად იმ დანაშაულისა, რაც ჩაიდინეს ჩვენი - ქართველების წინააღმდეგ 9 აპრილს, ამ ყველაფერმა პირიქით, ერის კონსოლიდაცია, გაერთიანება და შემდგომში უკვე დამოუკიდებლობის გამოცხადება გამოიწვია, დღესაც, ვერც ერთი უცხოური ძალა ვერ შეძლებს იმას, რომ ქართველთა მტკიცე ნაბიჯებით სვლა ჩვენი ქვეყნის განვითარებისკენ, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის დაცვისკენ, იყოს შერყეული. ამიტომაც, ეს გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის ღიად და საჯარო უნდა იყოს ნათქვამი, რომ უცხოური ძალა, საქართველოს და ქართველებს ვერანაირად ვერ შეაშინებს“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება