მარია ზახაროვა - ფრანგმა მესაზღვრეებმა რუსეთის საგარეო უწყების თანამშრომელი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დააკავეს და მას კომპიუტერი და ტელეფონი ჩამოართვეს - ამას პასუხის გარეშე არ დავტოვებთ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი საფრანგეთის აეროპორტში დროებით დააკავეს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„დემარშების შედეგად, ჩვენს კოლეგას ქვეყანაში შესვლის უფლება მიეცა, თუმცა აეროპორტის სასაზღვრო ზონაში ერთი დღის გატარება მოუწია. ამას პასუხის გარეშე არ დავტოვებთ“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.

მისი თქმით, შემთხვევა 6 აპრილს პარიზის შარლ დე გოლის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა, როდესაც „ფრანგმა მესაზღვრეებმა რუსეთის საგარეო უწყების თანამშრომელი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დააკავეს და მას კომპიუტერი და ტელეფონი ჩამოართვეს“.

მარია ზახაროვამ აღნიშნა, რომ მომხდარის შემდეგ რუსეთის საგარეო უწყებაში მოსკოვში საფრანგეთის ელჩი დაიბარეს.

„პარიზში რუსეთის საელჩომ საფრანგეთის საგარეო უწყებას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში საფრანგეთის საელჩოს ხელმძღვანელობასთან საუბრისას მკაცრი პროტესტი გამოხატა“, - აღნიშნა ზახაროვამ.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი