დაკავებული გიორგი მინდაძის დედა - დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია, რადგან პოლიტპატიმრების დედებმა ვიცით, რას ნიშნავს ამ წმინდანების სულის დიდება - არავინ მოვუშვით მემორიალთან, რადგან წმინდა ადგილია და საქართველოს სიყვარულით უნდა შევინარჩუნოთ

ღამისთევაც ბრწყინვალე იყო და დღევანდელი დღეც ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ - ადამიანებმა, რომლებიც პოლიტპატიმრების დედები ვართ, ვიცით მაგ წმინდანების სულის დიდება რას ნიშნავს - დავდექით ჩვენი შვილის პლაკატებით და არავინ მოვუშვით იმიტომ, რომ ეს წმინდა ადგილია და წმინდად, საქართველოს სიყვარულით უნდა შევინარჩუნოთ, - ამის შესახებ აქციების დროს დაკავებული სტუდენტის, გიორგი მინდაძის დედამ, ნანი წულაიამ საპროტესტო აქციაზე „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისი თქმით, აქციების დროს დაკავებულთა ოჯახების მხრიდან აქციის დაანონსება სწორი ნაბიჯი იყო.

„ჩვენს დაანონსებულ აქციას - დედების, დების, ცოლების და მეგობრების დაანონსებულ მოძრაობას ბრწყინვალედ ვაფასებ. ნამდვილად სწორი გზა იყო ჩვენი გადადგმული ნაბიჯი - 8-ში რომ დავიწყეთ და 24-საათიანი აქცია დავაანონსეთ. ღამისთევაც ბრწყინვალე იყო და დღევანდელი დღეც ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ, ადამიანებმა, რომლებიც პოლიტპატიმრების დედები ვართ, ვიცით მაგ წმინდანების სულის დიდება რას ნიშნავს. ვიდექით მაგათი სულის დიდებისთვის, სანთლებიც ავანთეთ, მამაომ პარაკლისიც გადაიხადა, 36 წლის წინ დილის 4:00 საათზე როგორც განვითარდა მოვლენები... ამის შემდეგ დავდექით ჩვენი შვილების პლაკატებით და არავინ მოვუშვით იმიტომ, რომ ეს წმინდა ადგილია და წმინდად, საქართველოს სიყვარულით უნდა შევინარჩუნოთ. ქართველებმა უნდა ვიცოდეთ, რა არის ჩვენი ისტორიული ძეგლი და ჩვენი წმინდა ადგილი”, - განაცხადა ნანი წულაიამ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მან აღნიშნა, რომ 14 აპრილს სტუდენტების მიერ დაგეგმილ აქციას “პოლიტპატიმრების დედებიც შეუერთდებიან”.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო