სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის სენატს - თქვენთან გაფრთხილებით და მოქმედებისკენ მოწოდებით ვარ - ერთპარტიული სისტემის დაბადების მომსწრენი ვართ და ამ ყველაფრის უკან ერთი კაცი დგას, რომელიც ხელშეუხებელია

ჩვენ ერთპარტიული სისტემის დაბადების მომსწრენი ვართ, ამ ყველაფრის უკან ერთი კაცი დგას, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის სენატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დღეს თქვენთან გაფრთხილებით და მოქმედებისკენ მოწოდებით ვარ. საქართველო ჩვენს თვალწინ გარდაიქმნება არა ტანკებით, არამედ რეპრესიული კანონებით, არა ერთ ღამეში, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ. ჩვენს თვალწინ რეალურ დროში იშლება ჩვენი დემოკრატია. მშვიდობიან დემონსტრანტებს ძალადობითა და დაკავებით უპირისპირდებიან, ოპოზიციურ პარტიებს აკრძალვით ემუქრებიან, ასობით ათასი ევროს ოდენობის ჯარიმებს აკისრებენ არასამთავრობო, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. „უცხოური აგენტების შესახებ“ დამატებითი ახალი კანონი მიიღეს, რუსული კანონის ასლი, რომელმაც სამოქალაქო საზოგადოება ჩაახშო. ყოველდღიურად ახალ რეპრესიულ კანონებს იღებენ. საქართველოს კანონმდებლობაში კვლავ შემოიღეს სახელმწიფოს ღალატი. ჩვენ 1937 წელთან ახლოს ვართ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში ინსტიტუტები მოსახლეობას აღარ იცავს.

„სასამართლო სისტემა მმართველი პარტიისთვის რეპრესიების ინსტრუმენტად იქცა. ბოლო თვეებში სასამართლოს მიერ არცერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული პროკურატურის გადაჭარბებული მოთხოვნების წინააღმდეგ. ჩვენ ერთპარტიული სისტემის დაბადების მომსწრენი ვართ. ამ ყველაფრის უკან ერთი კაცი დგას, რომელსაც ანგარიშვალდებულება არ აკისრია და ხელშეუხებელია. ოდესღაც პერსპექტიული ევროპული დემოკრატიის თავზე რუსული სტილის ავტოკრატიის აჩრდილი დგას, ყოველივე ამის უკან კი რუსეთის აჩრდილია“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა